Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული კიდევ 68 პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 10 368-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 53 544 ტესტიდან, ვირუსი 5240 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 748 751-ს.

ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი:

დღიური - 9.79%
7 დღის - 10.25%
14 დღის - 9.55%

ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ზრდის ფონზე მეორე თვეა მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის მაჩვენებელი. ოქტომბერში, ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა მხოლოდ ორჯერ იყო 9 ათასზე მეტი, სხვა დღეებში კი საშუალოდ 5 ათასს აღწევდა. ნოემბრის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 4 ათასამდეა, მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში სულ მცირე 30 ათასი აცრის გაკეთებას.

XS
SM
MD
LG