Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სუს-ის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება


„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მას არ სჯერა პროტესტის იმ ფორმების, რომლებიც უკვე ბევრჯერ ნაცადია - მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის. მას ხელისუფლების ცვლილების იძულების გზად მიაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება:

„ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზანი - ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ სისტემის ისე გარდაქმნა, რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კონცენტრირება ერთ ხელში. ამ მიზნისკენ სვლა, ჩემი გადმოსახედიდან, ორ-ნაბიჯიანია: 1) ხელისუფლების იძულება ორი მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით 2) ხელისუფლების იძულება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. როგორ ვაპირებ გაიძულოთ გადადგათ ეს ორი ნაბიჯი? მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით..., სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ“.

ფეისბუკპოსტში ზურაბ ჯაფარიძე, მისი დაკავების პრევენციისათვის ასევე წერს:

„თვეებია არ გავკარებივარ არცერთ ნარკოტიკს. ტარების უფლებით მაქვს გაფორმებული 6 სხვადასხვა სახის იარაღი და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღით მოძრაობა“.

6 ნოემბერს, 17 საათზე, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG