Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა


სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეომასალას და წერს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. ვიდეოკადრები პირველ ნოემბერსაა გადაღებული.

პენიტენციური სამსაუხურის მიერ გასაჯაროებულ ფოტო-ვიდეოკადრებამდე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ უწყების წარმომადგენლებმა მოინახულეს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG