Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც Facebook-ის დახმარებით 14 ადამიანის ფულს დაეუფლა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1998 წელს დაბადებული პირი, რომელიც Facebook-ზე ხალხს ატყუებდა, მათი საბანკო მონაცემებით კი მათ ფულს ეუფლებოდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაზარალებულია 14 ადამიანი, რომლებმაც ჯამში 3930 ლარი დაკარგეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.

დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

აქვე მითითებულია, რომ დაკავებული ერთხელ უკვე არის ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG