Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითლიძის თქმით, თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან 5000 მეტი მოქალაქე გაემგზავრა


ანა წითლიძე
ანა წითლიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილებით დღეს დილიდან დაიძრნენ.

ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მხოლოდ ზუგდიდიდან 2500-მდე, სამეგრელოს რეგიონიდან ჯამში კი 5000 მეტი მოქალაქე გაემგზავრა დედაქალაქში.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია დღეს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს.

6 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ხელისუფლებას რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. მან თქვა, რომ ამისთვის მთავრობას 24 საათი ჰქონდა. სააკაშვილი ამ დრომდე რჩება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG