Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ათასობით დოლარ ჯილდოს აწესებს პანდემიის უკანასკნელი ტალღის შესახებ ინფორმაციისთვის


კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში არის აღმავლობის გზაზე.

ჩრდილოეთ ჩინეთში, რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქი ჰეიჰე ათასობით დოლარს უხდის ყველას, ვინც შეძლებს ინფორმაციის მიწოდებას უკანასკნელ ხანებში დაწყებული კორონავირუსის სწრაფი გავრცელების წყაროების შესახებ. ეს ნაწილია ძალისხმევისა, რომლის მიზანია შეჩერდეს ქვეყანაში COVID-19-ის უდიდესი მასშტაბის აღმასვლა თვეების განმავლობაში. 9 ნოემბერს ჩინეთმა 43 ადგილობრივი შემთხვევის შესახებ განაცხადა. პანდემიის უკანასკნელი გაძლიერება 20 პროვინციასა და რეგიონს ეხება.

უკანასკნელი ტალღის შედეგად მილიონობით ადამიანს დაუწესდა მკაცრი საკარანტინო ზომები, გამკაცრდა შიდა მოგზაურობის წესები, გაუქმდა მრავალი საავიაციო და სარკინიგზო რეისი. უკანასკნელი მკვეთრი მატება 40 ქალაქს შეეხო.

ჰეიჰეს მმართველობამ გამოაცხადა, რომ 100 ათას იუანის (15500 აშშ დოლარი) ოდენობის ჯილდოს აწესებს საჭირო ინფორმაციისთვის.

ამავე დროს, როგორც 9 ნოემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები მოწმობს, სარეკორდოდ მაღალია ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბულგარეთში. გარდაიცვალა 334 ადამიანი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. ახალი ინფიცირების რაოდენობა 5286 არის, რაც ნაკლებია ოქტომბრის პიკთან შედარებით. ამჟამად ჰოსპიტალიზებულია 8500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 734 ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაშია.

XS
SM
MD
LG