Accessibility links

site logo site logo

"მედუზა": RT რუსულ გადაცემებში ვაქცინაციას უჭერს მხარს, უცხოეთში კი მის წინააღმდეგ ილაშქრებს


რუსული სახელმწიფო ტელეარხი RT რუსეთის აუდიტორიისთვის მომზადებულ მასალებში აქტიურად უწევს პროპაგანდას COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას და გამოდის აცრის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი ზომების მოწოდებით. მაგრამ დასავლეთის აუდიტორიისთვის RT ხშირად გადასცემს დიამეტრულად საპირისპო იდეებს - მათ შორის, ვაქცინების ეფექტიანობის თაობაზე ეჭვებს, ასევე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების უარყოფას. ამაზე ლაპარაკია „მედუზის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ახლახან გამოვიდა ე.წ. „ანტივაქსერების“ მკვეთრი კრიტიკით, რის შემდეგაც ვაქცინების მოწინააღმდეგეებმა მას გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტში უჩივლეს. ამასთან, როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, იგივე ხალხი „დიდად აფასებს პროდუქციას, რომელსაც მარგარიტა სიმონიანის რესურსები ქმნის საზღვარგარეთული აუდიტორიისთვის. საქმე ისაა, რომ RT-ს ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი ვერსიები აქტიურად ავრცელებენ არამეცნიერულ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ და სკეპტიკურად უყურებენ თავად ვაქცინაციის იდეას.“ ამის შედეგად RT-ს უცხოური რედაქციების მასალებს არგუმენტად იყენებენ რუსეთში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებიც.

„RT-ს ინგლისურენოვანი მაუწყებლობა სრულიად ეწინააღმდეგება რუსულ ვერსიას,“- წერს „მედუზა“. გამოცემის თანახმად, რუსეთში RT მიესალმება და იწონებს ნებისმიერ შეზღუდვას. RT-ს უცხოელი ავტორები კი, პირიქით, რეგულარულად ჩივიან, რომ მათ აიძულებენ აიცრან, ილაშქრებენ პირბადეების წინააღმდეგ, QR კოდის ჩვენების მოთხოვნას კი „სანიტარულ ავტორიტარიზმსა“ და „ნამდვილ გესტაპოს“ უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG