Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EPP მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში


ევროპარლამენტის უდიდესმა პრაქციამ, EPP-მ განცხადება გაავრცელა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მოითხოვს, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

„ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებული ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებებზე, მათ შორის პირად სფეროსა და ღირსებაზე, და [უფლებებზე] ადამიანისა, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი იმართება. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში,“ განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა, EPP-ის წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

„გასულ თვეში საქართველოს მთარობამ შექმნა სამედიცინო კონსილიუმი - სპეციალური ორგანო, რომლის მიზანია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. მაგრამ მისი რეკომენდაციები სრულად არ განხორციელებულა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად და სასწრაფოდ განახორციელოს ისინი,“ აღნიშნა გალერმა.

როგორც EPP-ის ვებსაიტზე ვკითხულობთ, გალერის კომენტარი მოსდევს მედიიდან და ქვეყნის ომბუდსმენისგან მომდინარე საგანგაშო ცნობებს არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე სააკაშვილის მიმართ სხვა პატიმრების მხრიდან მუქარისა და ძალადობის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან, 1 ოქტომბრიდან, შიმშილობს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მისი პრეზიდენტობის დროს კანონდარღვევების ბრალდებით მას შემდეგ, რაც ის2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს. ოთხშაბათს ის უნდა დასწრებოდა სასამართლო პროცესს, მაგრამ სხდომა მის გარეშე გაიმართა უსაფრთხოების მოტივით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG