Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური


გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულება 
გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულება 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, „არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს დააპატიმრეს, დაკავების დღიდან შიმშილობს. 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სახალხო დამცველის დასკვნით, არ არის შესაბამისი პირობები შიმშილობის შედეგად წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემების და შესაძლო გართულებების სამართავად.

„საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსდაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაშიშეყვანის მცდელობას წარმოადგენს“- წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის საგანგებო განცხადებაში, რომელიც უწყებამ ფეისბუკის საშუალებით გამოაქვეყნა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით „სიცრუეა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო“.

სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა ჩანდა სატელევიზიო ახალი ამბების კადრებში, მაშინ როდესაც ჟურნალისტები ელოდებოდნენ სააკაშვილის პირადი ექიმის გამოსვლას გლდანის დაწესებულებიდან.

13 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოინახულა მხოლოდ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც თქვა, რომ შიმშილობის 44-ე დღეს იყო „პირველი შემთხვევა... რომ საწოლიდან ვერ ადგა, ძალიან მძიმე სისუსტე აქვს. საუბარი ცოტა უჭირს...“ მან აღნიშნა, რომ პაციენტმა ვერ შეძლო მოსანახულებელ ოთახში ჩასვლა. ყიფშიძემ ის გლდანის ციხის პალატაში მოინახულა.

დღეს იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და ლიეტუვის პარლამენტის წევრებს.

„იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს. პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება" - წერს პენიტენციური სამსახური 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG