Accessibility links

site logo site logo

გაეროს ანგარიშის თანახმად, ავღანეთში იზრდება ოპიუმის წარმოება


2021 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით ავღანეთში რვა პროცენტით გაიზარდა ოპიუმის უკანონო წარმოება, - აცხადებს გაერო, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო შავ ბაზარზე ავღანეთში წარმოებული ოპიოდიები კვლავ ყველაზე ფართოდ გავრცელებულად რჩება და ათიდან რვა მომხმარებელზე ვრცელდება.

2021 წელს ავღანეთში 6,800 ტონა ოპიუმი მოიპოვეს, - ამბობს გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის უწყება (UNODC) 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ოპიოიდებისგან მიღებული შემოსავალი შიდა ბაზარზე ჯერჯერობით გაუტოლდა 1,8 მილიარდი დოლარიდან 2,7 მილიარდ დოლარს, თუმცა "გაცილებით დიდი თანხები შეგროვდა ავღანეთის გარეთ უკანონო ვაჭრობიდან", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ავღანეთის ეკონომიკის დაახლოებით მეათედი მოდის ოპიუმით ვაჭრობაზე, UNODC-ის დასკვნების თანახმად. ოპიუმის ფასები თითქმის გაორმაგდა აგვისტოში, მაისთან შედარებით,- დასძენს გაეროს სააგენტო. ანგარიშის ავტორები ფასების ზრდას ხსნიან პოლიტიკური არასტაბილურობის გაღრმავებით, რომელიც მოჰყვა ავღანეთზე თალიბანის მხრიდან კონტროლის დამყარებას. ავღანეთის მედიაში ვრცელდება სამხრეთის პროვინცია ყანდაარის ფერმერის სიტყვები, რომ მან ოპიუმის კულტივაცია დაიწყო იმიტომ, რომ ავღანელ გლეხებს სხვა ალტერნატივა არ რჩებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG