Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული რეგიონების 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა უფასო ჯანდაცვით - მინისტრი


თეა ახვლედიანი
თეა ახვლედიანი

2020-21 წლებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - 2000-ზე მეტმა მცხოვრებმა ისარგებლა ქართულ კლინიკებში უფასო სამედიცინო მომსახურებით. ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა, ჯამში, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს არ შეუჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით - იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის შესახებ და თქვა, რომ გადმოყვანის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, მკურნალობა კი უკვე გაიარა 800-ზე მეტმა კოვიდ-ინფიცირებულმა პაციენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG