Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საკითხები მალე გადაიჭრას


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმიანება პარლამენტის მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი დედის მიმართვას. ის პოლიტიკოსს მოუწოდებს, არ თქვას უარი საჭირო ზრუნვაზე, მათ შორის მედიკამენტების მიღებაზე და ზოგად მდგომარეობასაც აფასებს.

"ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიცით რომ ორი კვირაა შიმშილობს და მას მიაჩნია, რომ თავისი ამ ქმედებით ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან და ყველა სხვა მოშიმშილემ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებასა და ზრუნვაზე... ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საკითხები მალე გადაიჭრას. შეიძლება ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ", - თქვა დეგნანმა.

ელენე ხოშტარია პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ექიმი, ვახტანგ კალოაიანი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს, ამბობს, რომ შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტებზე უარის თქმა საშიში გადაწყვეტილებაა.

დღეს, 19 ნოემბერს პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ ხელისუფლებას მიმართავა და სთხოვა, გონს მოვიდნენ. იგი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მისი შვილი, რომელმაც შიმშილობის მე-17 დღეს უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად, არის საფრთხეში და არის მოქმედი ხელისუფლების მსხვერპლი. ირინა გუნცაძე ასევე მიმართავს საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადასარჩენად.

XS
SM
MD
LG