Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა მსოფლიოს თასზე


ქართველმა პარამოფარიკავე ქალებმა მსოფლიოს თასზე თითო ოქროსა და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იტალიის ქალაქ პიზაში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში, B კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. ასევე ხმლით ფარიკაობაში, A კატეგორიაში კი კვარცხლბეკზე ორი ქართველი ავიდა. გვანცა ზადიშვილს უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა - მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

ზადიშვილი და თიბილაშვილი ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ფინალის საგზური ზადიშვილმა მოიპოვა. თიბილაშვილმა კი მოგვიანებით, დაშნით ფარიკაობაშიც იყოჩაღა და ხმლით მოგებულ ბრინჯაოს, მეორე ბრინჯაო მიამატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG