Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება


ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდნენ, რომ ერთმანეთს დეკემბერში, ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, შეხვდნენ.

ამის შესახებ ცნობა გამოქვეყნებულია ევროპული საბჭოს საიტზე. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, რომლებთან ერთად განიხილა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

ევროპული საბჭოს ცნობით, „ორი ქვეყნების ლიდერები დათანხმდნენ ბრიუსელში შეხვედრას, რათა სამხრეთ კავკასიის აყვავებისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, ევროკავშირის დახმარებით, გამონახონ ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების დაძლევის გზები“.

ბრიუსელის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ალიევი და ფაშინიანი ინცინდენტების პრევენციის მიზნით, თავდაცვის მინისტრების დონეზე, პირდაპირი ხაზის ამოქმედებას დათანხმდნენ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება.
ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის შემდეგ ეს იქნება ალიევისა და ფაშინიანის რიგით მესამე შეხვედრა. წინა ორი - მოსკოვის ინიციატივით იყო ორგანიზებული და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.

XS
SM
MD
LG