Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, 49 მაღაროელი მიწის ქვეშ რჩება


სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც გამოიწვია ციმბირის კემეროვოს ოლქში, ქვანახშირის მაღაროში გაჩენილმა ხანძარმა, 49 მაღაროელი კვლავ მიწის ქვეშ რჩება - აცხადებენ ოფიციალური პირები 25 ნოემბერს.

კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილევის თქმით, მაღაროში დარჩენილებთან კომუნიკაციის დამყარება არ ხერხდება. იუწყებიან, რომ მაშველები სამუშაოს აწარმოებენ, მაგრამ მაღაროელებამდე ვერ ჩადიან, მძიმე გამონაბოლქვის გამო.

ლისტიაჟნაიას მაღაროდან 236-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ექიმების ცნობით, ხუთი პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძრის გაჩენის დროს მაღაროში სულ მცირე 287 ადამიანი იმყოფებოდა - აცხადებს მაღაროს მფლობელი SDS-Ugol-ი, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქვანახშირის კომპანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG