Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, ევროპაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა


ამ დღეებში ათობით მილიონი ამერიკელი იმოგზაურებს მადლიერების დღის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან აღნიშვნის მიზნით, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ დღესასწაული კიდევ უფრო მეტად გაზრდის COVID-19-ით დაავადების მაჩვენებელს.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მონაცემი საშუალოდ 100 000 შემთხვევაა, რაც წინა კვირებთან შედარებით 25 პროცენტით მეტია, შვიდი დღის განმავლობაში სიკვდილიანობის საშუალო მონაცემი 1400 ადამიანს უტოლდება. ზოგიერთ ადგილას მატულობს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

ხუთი წლის ასაკიდან ზემოთ ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 63 პროცენტია სრულად აცრილი, რის გამოც მოქალაქეებში მოიმატა უსაფრთხოების განცდამ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან შესახვედრად. ჯანდაცვის სფეროს მესვეურები ხალხს კვლავ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, თუმცა, შარშანდელი ვითარებისგან განსხვავებით, აცრილი მოსახლეობისთვის ახლა აღარ გამოდიან მადლიერების დღის სხვებთან ერთად აღნიშვნის სრული შეზღუდვის მოთხოვნით.

კორონავირუსით ინფიცირების მონაცემი იზრდება ევროპაშიც, კონტინენტი კიდევ ერთხელ ხდება პანდემიის ეპიცენტრი. ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტომ 24 ნოემბერს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეზღუდვის ზომები შემოიღონ ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად. "წლის ბოლო, ტრადიციულად, უკავშირდება შეკრებებს, საყიდლებზე სიარულს და მოგზაურობას, რაც მნიშვნელოვან დამატებით საფრთხეს ქმნის ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ინტენსიფიკაციისთვის", - აცხადებს ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტო.

XS
SM
MD
LG