Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტთა ტრაგედიის შემდეგ, საფრანგეთი და ბრიტანეთი ტრეფიკინგთან ბრძოლაზე მსჯელობენ


ლონდონმა და პარიზმა 25 ნოემბერს პირობა დადეს, რომ ზომებს გაატარებენ მიგრაციის შეზღუდვის მიზნით და შეებრძოლებიან ადამიანების უკანონო გადაყვანის ქსელებს - მას შემდეგ, რაც წინა დღეს, 24 ნოემბერს, საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სულ მცირე 27 მიგრანტი დაიღუპა ლა-მანშის სრუტის გადალახვისას, საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩასვლის მცდელობის დროს. მიგრანტების დაღუპვა რეზინის ნავის ჩაძირვამ გამოიწვია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ნავში 34 ადამიანი იყო. ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი სამაშველო ოპერაცია შეწყდა მას შემდეგ, რაც მაშველებმა იპოვეს ორი გადარჩენილი მიგრანტი და დაღუპულთა გვამები. მიგრანტების მოქალაქეობის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დარმანენის თქმით, დაპატიმრებულია ადამიანების ტრეფიკინგში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ტრაგედიასთან.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ელაპარაკა და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა გაძლიერდეს ტრეფიკინგთან ბრძოლა - იუწყება ბრიტანეთის მთავრობა.

XS
SM
MD
LG