Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პარლამენტმა მესამე მცდელობით დაამტკიცა კოალიციური მთავრობა


ნიკოლაე ჩიუკე
ნიკოლაე ჩიუკე

ორთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ რუმინეთის პარლამენტმა 318 ხმით 126-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გადამდგარი გენერლის, ნიკოლაე ჩიუკეს, კოალიციურ მთავრობას, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს COVID-19-ის მეოთხე ტალღითა და ზამთრის წინ ენერგომატარებლების ფასის ზრდით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრა.

რუმინეთში სამთავრობო კრიზისი დაიწყოს მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ფლორინ კიცუს მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის გადადგომას.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა თადარიგის გენერალს და რუმინეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ნიკოლაე ჩიუკეს, მას შემდეგ სთხოვა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ფორმირება, რაც პარლამენტის ნდობის ვოტუმი ვერ მიიღო პრემიერ-მინისტრის პოსტზე მანამდე წარდგენილმა, რუმინეთის მემარჯვენე-ცენტრისტული „რუმინეთის ხსნის კავშირის“( USR) ლიდერმა, დაჩიან ჩოლოშმა.

კოალიციური შეთანხმების თანახმად, რუმინეთის ახალ მთავრობაში მმართველი მემარჯვენე ლიბერალურ-დემოკრატიული, მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული და ეთნიკურ უნგრელთა პარტიების წარმომადგენლები შევლენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG