Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა და გამოაძევა


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ბექა კურტანიძე, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„დადგენილია, რომ აღნიშნულმა დამრღვევმა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან ზნაურის რაიონში და უკანონოდ იმყოფებოდა ნათესავებთან რესპუბლიკის დედაქალაქში“, - აცხადებენ დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურში.

ზნაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა და იგი გაძევებულია სამხრეთ ოსეთის საზღვარს გარეთ, - განმარტეს დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ში. უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბრის საღამოს ბექა კურტანიძე საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

XS
SM
MD
LG