Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მზად არის შუამავლის მისია იკისროს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების აღსადგენად


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის შუამავლის როლი იკისროს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების აღდგენის პროცესში მას შემდეგ, რაც ასეთი თხოვნით მოსკოვს ერევანმა მიმართა.

"როგორც იცით, რუსეთი დაინტერესებულია და ძალისხმევაც მიმართა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რასაც ჩვენი ქვეყანა მომავალშიც ყოველმხრივ დაუჭერს მხარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის ამოქმედება უდავოდ შეუწყობს ხელს რეგიონის ქვეყნების დაახლოებას, კეთილმეზობლობისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნას, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვაან უნანიანმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ერევანმა აცნობა მოსკოვს, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზად არის თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის დასაწყებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG