Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ მაჭარაშვილი: "ყველას გვახსოვს, მაშინ რა მანქანა მუშაობდა"


გურამ მაჭარაშვილი: "ყველას გვახსოვს, მაშინ რა მანქანა მუშაობდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00

მოსამართლე ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ არ ახსოვს, რატომ დაჯარიმდნენ „ქართული ოცნების“ შემომწირველები 2012 წელს, ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების განმარტება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა სთხოვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენის ფარგლებში.

„დეტალები კი არ მაინტერესებს, პრინციპი ამ საქმის... ყველას გვახსოვს, მაშინ რა მანქანა მუშაობდა... მთლიანი პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა, რაც ჩვენ მოვხსენით, რატომღაც ეს უჭირთ ადამიანებს, ვინც წარმოდგებიან ხოლმე აქ კანდიდატებად, რომ ეს ზოგადად თქვან... ეს არ არის პრობლემა, ამას ვამბობ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„არ გვიჭირს“, - უპასუხა მას მოსამართლე ძიმისტარაშვილმა. უბრალოდ, მისი შეფასებით, მაშინ „იყო ასეთი სტანდარტი - ყველაფერი საჯარო ინტერესების სასარგებლოდ“ და „კანონმდებლობაც ასე იყო მორგებული“.

XS
SM
MD
LG