Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ზეთისხილის ტოტები აჩუქა


სამი ლიდერის შეხვედრა სოჭში
სამი ლიდერის შეხვედრა სოჭში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილი ტოტები აჩუქა პარასკევს მასთან შესახვედრად სოჭში ჩასულ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს.

„ჩემგან მარცხნივ თქვენ ხედავთ ჩემი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრებისადმი განკუთვნილ ჩემ საჩუქარს: ზეთისხილის ტოტს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. თავის სიტყვაში პუტინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს იმ შეთანხმებების შესრულებისა, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან პირობები სამხრეთ კავკასიაში ვითარების ნორმალიზებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯებისთვის.
26 ნოემბერს რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.

პუტინის შუამავლობით ალიევი და ფაშინიანი წელს უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს.

სამმხრივ შეხვედრაზე სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროში მხარეები შეძლებენ სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროები პუტინის ამ სიტყვებზე კომენტარს არ აკეთებენ.

მთიან ყარაბაღზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტია იმ სამმხრივი შეთანხმების, რომლესაც რუსეთის შუამავლობით, შარშან ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ მოაწერეს ხელი ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG