Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს რამზან კადიროვის მამის ბიოგრაფიის შესწავლა


პლაკატი ახმად კადიროვის გამოსახულებით, ჩეჩნეთი
პლაკატი ახმად კადიროვის გამოსახულებით, ჩეჩნეთი

ჩეჩნეთის სკოლების სასწავლო პროგრამაში ჩართეს წიგნი რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის შესახებ, რომლის სათაურია "გზა, შუქით განათებული". სახელმძღვანელო სავალდებულო სასწავლო მასალადაა გამოცხადებული უფროსკლასელთათვის. წიგნის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. როგორც საიტ Кавказ.Реалии-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, წიგნის ავტორი უწინ ვაჭრობაში იყო ჩართული.

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, წიგნში განხილულია ახმად კადიროვის პოლიტიკური და სულიერი მემკვიდრეობა.

პროექტის ინიციატორად ასახელებენ ამრუდი ედილოვს, რესპუბლიკის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის უწყების ხელმძღვანელს. როგორც მან სატელევიზიო არხ Грозный-ის უთხრა, წიგნის იდეა 2019 წლის მარტში გაუჩნდა, რამზან კადიროვთან შეხვედრის შემდეგ.

ახმედ კადიროვი 2004 წელს მოკლეს ჩეჩენმა სეპარატისტებმა. 1994-96 წლებში ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვის მოკავშირე გახდა.

მისი ვაჟი, რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლის შემდეგ მართავს. უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ხშირად ადანაშაულებენ თავის გარშემო პიროვნების კულტის შექმნასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, მათ შორის, ადამიანების გატაცების, წამების, მოკვლისა და ლგბტ თემის მიზანში ამოღების გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG