Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა


მამაკაცთა და ქალთა შერეულ გუნდურ დაპირისპირებაში ასეთი რანგის შეჯიბრებაზე ქართველი ძიუდოისტები პირველად გახდნენ ჩემპიონები.
მამაკაცთა და ქალთა შერეულ გუნდურ დაპირისპირებაში ასეთი რანგის შეჯიბრებაზე ქართველი ძიუდოისტები პირველად გახდნენ ჩემპიონები.

რუსეთის ქალაქ უფაში, ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა.

მამაკაცთა და ქალთა შერეულ გუნდურ დაპირისპირებაში ასეთი რანგის შეჯიბრებაზე ქართველი ძიუდოისტები პირველად გახდნენ ჩემპიონები.

საქართველოს ნაკრებმა “ოქროს გზაზე” ოთხ მეტოქეს აჯობა. პირველ წრეში ავსტრიას მოუგო, ანგარიშით 4:0, შემდეგ საფრანგეთისა და თურქეთის ნაკრებები დაამარცხა, ორივე 4:2. ფინალში კი, დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია ნიდერლანდს. გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მოიგო.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG