Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები კვლავ პოულობენ ციმბირის მაღაროს კატასტროფის შედეგად დაღუპულებს


მაშველებმა იპოვეს და ზემოთ ამოიტანეს 25 ნოემბერს ციმბირის კემეროვოს რეგიონში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შედეგად დაღუპული კიდევ ხუთი მაღაროელის გვამი - იუწყებიან ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ადმინისტრაცია 28 ნოემბერს იუწყება, რომ მაშველების ერთი ჯგუფი კვლავ მაღაროში რჩება და მუშაობას განაგრძობს. ჯერჯერობით კვლავ დაკარგულია 32 მაღაროელი.

კატასტროფას სულ 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი მაშველი. 60 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 239 მაღაროელის წარმატებით ევაკუაცია მოხერხდა.

27 ნოემბერს მაღაროელთა ჯგუფმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ მეთანის დონის გასაზომად რეგულარულად აძლევდნენ მოწყობილობას, რომელიც ხელოვნურად იყო ისე დაყენებული, რომ არსებულზე დაბალი მონაცემი ეჩვენებინა. თუმცა, ამის მიუხედავად, მაღაროელების თქმით, მოწყობილობამ აგვისტოშიც და მიმდინარე თვეშიც მეთანის დაშვებულზე მაღალი დონე აჩვენა. მაღაროელებმა ამის დამადასტურებელი ფოტოები და ვიდეოებიც წარმოადგინეს. ამასთან, მათი თქმით, აფეთქების შემდეგ პირველი 90 წუთის განმავლობაში კატასტროფის ადგილას არც სასწრაფო დახმარება მისულა და არც მაშველები და მიწის ქვეშ ჩარჩენილებს სხვა მაღაროელები ეხმარებოდნენ.

აფეთქების გარშემო სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა, უსაფრთხოების ზომების დარღვევის და სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლებით. დაკავებულია ხუთი ადამიანი - მაღაროს დირექტორი, მისი მოადგილე, უშუალო ზედამხედველი და სახელმწიფო ინსპექციის უწყების ორი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG