Accessibility links

site logo site logo

გიორგი ჩალაძე: „სააკაშვილს კლავენ ელექტრო-მაგნიტური ტალღებით“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ჩალაძე ამტკიცებს, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას სპეცსამსახურის ავტომობილი, რომელზეც განთავსებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივების მძლავრი წყარო, რაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის პატმირობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

„ეს არის ე.წ. სისტემა „купол“ ანუ „გუმბათი“, რომლის გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსში სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებას და ფსიქოლოგიურ აშლილობას. 1 კმ-ზეა დაფიქსირებული მისი გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც სააკაშვილის ფანჯრებიდან ასი მეტრის რადიუსში იმყოფება. რასაც მე ვამბობ, არ არის სახუმარო. გადაღებული გვაქვს კადრები, რომლებითაც დასტურდება ნათქვამი. ეს მანქანა აქ დგას იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს გორში, დგას მისი პალატის ქვევით. გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერია ანტენების ზემოთ. რამდენად ძლიერია გამოსხივება? ქალაქში დაყენებული GCM-ის ანტენების სიმძლავრე 18 ვტ-ია, ამ მანქანის გამოსხივების სიმძლავრე კი არანაკლებ 200 ვტ-ია. თავად განსაჯეთ, როგორ კლავს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, - ამბობს გიორგი ჩალაძე, რომელიც დახმარებისთვის საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს:

„მივმართავ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გთხოვთ შეისწავლოთ ეს ფაქტი, რომელიც დასტურდება დღეს გადაღებული კადრებით. ეს არის ავთენტური კადრები. ვთხოვ დიპკორპუსს, მოახდინოს ამაზე უმკაცრესი რეაქცია. არ იკმარეს, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აწამეს, ახლა პირდაპირ მასზე ახდენენ ზემოქმედებას და კლავენ, კლავენ რადიოგამოსხივების მეშვეობით. ყველა თანამშრომელი, ვინც ამ შენობაშია, იმყოფება საფრთხეში. ეს არის ფაქტობრივად რენტგენის სხივი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩართულია“.

დრონით გადაღებული გორის ჰოსპიტლის ეზო
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

გიორგი ჩალაძემ ეს განცხადება 28 ნოემბერს, 20.00 საათზე, გორის ჰოსპიტალთან გააკეთა.

რადიო თავისუფლება ამოწმებს, რა საფუძველი აქვს გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG