Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ტყიბულში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი


ტყიბულში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ვიტალი ტურძელაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

27 ნოემბერს, ტყიბულში, კარიერის გამაგრებითი სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, მაშველებმა მიწის მასიდან ამოიყვანეს. ქუთაისის ჰისპიტალში გადაყვანილ ვიტალი ტურძელაძეს გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

რამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, ჯერჯერობით უცნობია. საქმეს შსს იძიებს.

XS
SM
MD
LG