Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა გადაიყვანეს მარნეულის დროებითი დაკავების იზოლატორში


თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციის წარმომადგენელი გიგი უგულავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მარნეულში, დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაცია „ფეისბუკზე", უგულავას ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.

გიგი უგულავას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG