Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატო მიქელაძის პრემია მიიღეს „საფარის” ფემინისტმა აქტივისტებმა


„საფარის” ფემინისტმა აქტივისტებმა, ბაია პატარაიამ, თოზუ გულმამედლიმ და ელისო რუხაძემ მიიღეს კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებადამცველებისთვის.

ბაია პატარაია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სპეციალისტია. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“. კავშირი აქტიურად მუშაობს ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის და სხვა საკითხებზე როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ის არის არაერთი პუბლიკაციის, კვლევის და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი თოზუ გულმამედლი ქალთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების აქტივისტია. თოზუმ დააარსა იორმუღანლოს სათემო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.

„არასდროს მიფიქრია, ქალთა უფლებადამცველი გავმხდარიყავი. გარემო ისეთი იყო, რომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, ამ საკითხებზე მემუშავა”, - თქვა თოზუმ.

ელისო რუხაძე იურისტია და მრავალი წელია იცავს ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების, გოგონების და ბავშვების უფლებებს.

კატო მიქელაძე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველი ფემინისტი და პუბლიცისტი, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ 2013 წლიდან, ყოველწლიურად, 29 ნოემბერს - ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს - გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველებს საქართველოში. პრემიის მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG