Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ვაშლის 99,98% ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში გავიდა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - მთავარი საექსპორტო ქვეყანა, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციაა, სადაც 2 977 ტონა ვაშლი გავიდა. რუსეთის გარდა, ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა მხოლოდ სომხეთში (5 ტონა).

2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულმა ვაშლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წელს ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა თითქმის განახევრებულია წინა წლის ანალოგიური დროის მონაკვეთში ექსპორტირებული ვაშლის მოცულობასთან - 2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ვაშლი, რუსეთის ფედრაციისა და სომხეთის გარდა, გადიოდა ასევე ყაზახეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

საქსტატის მონაცმებით, რუსეთში ექსპორტზე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში, მოდის 14,2%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG