Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებთ?


"სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ოღონდ, სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი საქართველოში, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემები ციხეში, დაწყებული ტუბერკულიოზით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით ამას", - თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სახელმწიფო თანხები მისი პრეზიდენტობისას გამოიყენეს ასევე სანდრას სასწრაფო ოპერაციისთვის, რომელიც ონკოლოგიური პრობლემის გამო გადაუდებლად იყო გასაკეთებელი და ეს თანხები, სხვა მსგავსი ხარჯებისგან განსხვავებით, პროკურატურამ ფლანგვად არ მიიჩნია.

"ბოტოქსი არის აბსურდი", - თქვა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG