Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზეც აფართოებს ურანის გამდიდრების პროცესს


ირანმა დაიწყო გამდიდრებული ურანის წარმოება, რისთვისაც მიწისქვეშა ობიექტზე იყენებს უფრო მაღალი ტექნოლოგიის ცენტრიფუგებს - აცხადებს გაეროს ატომური სააგენტო, რითაც ზრდის შეშფოთებას ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე დღეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 1 დეკემბრის განცხადებაში ამბობს, რომ ირანმა დაიწყო ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, უფრო მაღალი ტექნოლოგიის მანქანებით ფორდოუს საწვავის გამდიდრების ობიექტზე. განცხადების თანახმად, IAEA-ის სპეციალისტები ამ ბირთვულ ობიექტზე 30 ნოემბერს მივიდნენ და შემდეგ განაცხადეს, რომ გადადგმულია ნაბიჯები ურანის უფრო მაღალ დონეზე გასამდიდრებლად. 2015 წლის ხელშეკრულება ირანს საერთოდ უკრძალავს ურანის ფორდოუს ობიექტზე გამდიდრებას.

IAEA აპირებს გაახშიროს თავისი სპეციალისტების ვიზიტები ობიექტზე და აცხადებს, რომ ირანი ამას დათანხმდა. ირანმა დაადასტურა, რომ ფორდოუზე დაიწყო ურანის 20 პროცენტით გამდიდრება, თუმცა ვენაში, IAEA-ის მისიაში მისმა მუდმივმა წარმომადგენლობამ ამ ანგარიშს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და ტვიტერით დაწერა, რომ ეს იყო "ინფორმაციის რიგითი გავრცელება, ირანში მიმდინარე რეგულარული შემოწმების ფარგლებში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG