Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ხუთი შვილის დედას პატიმრობა მიესაჯა „ექსტრემისტული ფორმირების“ შექმნისთვის


ოლჰა ზოლოტარი
ოლჰა ზოლოტარი

მინსკის საქალაქო სასამართლომ 4 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ოლჰა ზოლოტარს, ხუთი შვილის დედას, რომელიც მსჯავრდებულია „ექსტრემისტული ფორმირების“ შექმნაში.

ასეთ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობად 38 წლის ოლჰა ზოლოტარს ჩაუთვალეს ის, რომ იგი იყო ადმინისტრატორი რამდენიმე ადგილობრივი „ჩათის“ – „ჩაის სმა“, „გასეირნება“ და „კონცერტები და ასევე ორგანიზებას უწევდა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებს.

პროკურატურა ხუთი შვილის დედისთვის 5 წლით პატიმრობას მოითხოვდა ვადის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. საბოლოო ჯამში მინსკის სასამართლომ ოლჰა ზოლოტარს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ოლჰა ზოლოტარი ხუთი მცირეწლოვანი შვილის დედაა. 2020 წლის აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების დროს იგი იმ დამკვირვებელთა შორის იყო, რომელსაც არ მისცეს უფლება თვალი ედევნებინა უბანზე მიმდინარე ხმების დათვლის პროცესისათვის.

XS
SM
MD
LG