Accessibility links

site logo site logo

ენერგოომბუდსმენი: გაზის გაჟონვის მხრივ ყველაზე სახიფათო ზონა ნაძალადევის, ნავთლუღის და სამგორის კერძო დასახლებებია


ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად. გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი - მცირეწლოვანი.

„მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მისი თქმით, CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალნენ. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, მომხდარის მიზეზი შიდა ქსელში არსებული დარღვევები გახდა. საცხოვრებელ ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი.

„CO კლავს წამებში! ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, ფართობს ვანიავებთ და საცხოვრებელ ფართს ვტოვებთ. საავარიო სამსახურში ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ. არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მისივე სიტყვებით, ყველაზე სახიფათო ზონებს მიეკუთვნება კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში. ასევე, სახიფათო ზონაა ნავთლუღის დასახლება, სადაც კუსტარული ქსელებია მოწყობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG