დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 234 180 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 196 371 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.1%.
სრულად ვაქცინირებულია 1 017 374 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6%.
4 დეკემბერს აიცრა 7 413 ადამიანი.
მსოფლიო კოვიდ-სტატისტიკის პორტალის 3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 25.49%.
საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, წლის ბოლოსთვის ქვეყანას ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აეცრა სრულად.
ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 98.96% არავაქცინირებულია.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისგან დაცვა 99.34%-ია.
60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისგან.
დაწერეთ კომენტარი