Accessibility links

site logo site logo

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა


ვულკანური ფერფლით დაფარული სოფელი ინდონეზიის სოფელ სუმბერ ვულუში. 5 დეკემბერი.

ინდონეზიაში ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ 5 დეკემბერს განაცხადა ქვეყნის საგანგებო ვითარებათა უწყებამ.

ამოფრქვევა შაბათს დაიწყო კუნძულ იავაზე, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში. ათობით ადამიანი დაშავდა, უმრავლესობას დამწვრობა აღენიშნება.

ახლომდებარე სოფლების მოსახლეობამ სახლები დატოვა მას მერე, რაც ცაში 15 ათას მეტრამდე სიმაღლეზე აიჭრა ფერფლის ღრუბელი. დაზიანებულია გზები და ხიდები, ფერფლის სქელი ფენა აბნელებს მზის სინათლეს და ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს. რამდენიმე სოფელი ფერფლმა დაფარა.

სემერუს კრატერის გარშემო ხუთკილომეტრიანი ზონის გარეთ ხელისუფლებამ საევაკუაციო კარვები დადგა.

სემერუ ერთ-ერთია 120-ზე მეტი მოქმედი ვულკანიდან ინდონეზიაში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის.

სემერუს ამოფრქვევა უკანასკნელად იანვარში მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG