Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა ფრანცისკემ ევროპა მიგრანტთა პრობლემების უგულებელყოფაში დაადანაშაულა


პაპი ფრანცისკე ლტოლვილებს ხვდება კუნძულ ლესბოსზე. 5 დეკემბერი.
პაპი ფრანცისკე ლტოლვილებს ხვდება კუნძულ ლესბოსზე. 5 დეკემბერი.

პაპმა ფრანცისკემ ევროპის მიერ მიგრანტთა უგულებელყოფას „ცივილიზაციის გემის კატასტროფა“ უწოდა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მცხოვრებ თავშესაფარის მაძიებელთა წინაშე გამოსვლისას.

რომის კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლმა, რომელიც ლტოლვილები მხარდამჭერადაა ცნობილი, 5 დეკემბერს მავროვუნის კარვების ბანაკში ვიზიტისას თქვა, რომ ევროპაში ზოგნი „ამ პრობლემას კვლავაც უდგებიან როგორც რაღაცას, რაც მათ არ ადარდებთ.“

ბანაკში 2300-მდე თავშესაფრის მაძიებელია ავღანეთიდან, სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცდილობდნენ ევროპაში შეღწევას.

ფრანცისკე ლესბოსს უკანასკნელად ესტუმრა 2016 წელს, როცა კუნძული მთავარი პუნქტი იყო ევროპაში მოხვედრის მსურველი მილიონამდე ლტოლვილისთვის ომით მოცული სირიიდან და ერაყიდან. პაპის თქმით, მას მერე „ცოტა რამ შეიცვალა მიგრაციის საკითხში“.

ფრანცისკეს ვიზიტი ნაწილი იყო ხუთდღიანი ტურნესი საბერძნეთში. მოგზაურობის მთავარი საკითხი იყო მიგრანტთა კრიზისი, რომელიც ამჟამად ბელარუსსა და ევროკავშირს შორის საზღვარზეა კონცენტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG