Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლული 15 წლის მოზარდის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 15 წლის მოზარდის საქმეზე ორ ბრალდებულ არასრულწლოვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე აღნიშნავს, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG