Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაჯა ორაშვილი: 17 დეკემბერს ყველა კლუბი იხსნება


კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ავრცელებს ინფორმაციას შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 17 დეკემბერს ყველა კლუბი იხსნება. საქართველოში კლუბები თითქმის ორი წელია დაკეტილია. ნაჯა ორაშვილის თქმით, კლუბები უსაფრთხო ღონისძიებების იდეის მიხედვით გაიხსნება.

"სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი", - წერს ნაჯა ორაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე და მადლობას უხდის ყველას, ვინც "ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG