Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი „კონსერვატიულ მოძრაობაზე": მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი


გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი

საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს მიერ ძალადობრივი, პრორუსული გაერთიანება „ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის" დარეგისტრირებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

„ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ წესებს... მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არის ვთქვათ, გერმანიაში, რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე მას საფუძველი, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას, რომ იმოქმედოს იატაკქვეშეთში", - თქვა ვოლსკიმ.

„კონსერვატიული მოძრაობის" პარტიად დარეგისტრირების გადაწყვეტილება 7 დეკემბრით არის დათარიღებული. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.

პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.

5 ივლისის ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორ "ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" სამოქმედო გეგმის ქვაკუთხედად რუსეთთან მოკავშირეობასა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირებას ასახელებს. 5 ივლისს ქუჩაში გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეთა ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები, ამ დრომდე დაუსჯელი არიან.

პარტიის მიზნებად სახელდება საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის მოვლენებით კვლავ ამაყობენ და აცხადებენ, რომ დაჭერის არ ეშინიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG