Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა


მერის, კახა კალაძის წარდგინებით, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლობის კანდიდატურები.

თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება. მერის მოადგილეები იქნებიან ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია.

მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ:

  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია;
  • თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე;
  • იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა;
  • საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.

თბილისის რაიონების გამგებლები

  • ჩუღურეთის რაიონი - დავით უთმელიძე;
  • დიდუბის რაიონი - ვლადიმერ ძნელაძე;
  • გლდანის რაიონი - ლევან ნაროუშვილი;
  • ვაკის რაიონი - დავით კვინიკაძე;
  • ისნის რაიონი - ნიკა ელისაშვილი;
  • კრწანისის რაიონი - ბექა მიქაუტაძე;
  • მთაწმინდის რაიონი - დავით კირკიტაძე;
  • ნაძალადევის რაიონი - ირაკლი ანდღულაძე;
  • საბურთალოს რაიონი - გაიოზ ვასაძე;
  • სამგორის რაიონი - კახა სამხარაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG