Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია


ვიქტორ სანიკიძე "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე. 2020 წლის სექტემბერი
ვიქტორ სანიკიძე "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე. 2020 წლის სექტემბერი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადაწყვიტა, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოს, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას და თავის ერთადერთ კონკურენტს - ვეტერან კალათბურთელს, პარლამენტარ ვიქტორ სანიკიძეს თანამდებობა კონკურენციის გარეშე დაუთმოს. ამის შესახებ გურასპაულმა დღეს განაცხადა, სწორედ სანიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებზე ერთი გუნდით წარვდგეთ და პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე, გურასპაული და სანიკიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, რომელმაც სახელმწიფოს მხრიდან ქართულ კალათბურთში ასმილიონიანი ინვესტიციის შესახებ გააკეთა განცხადება. პაატა გურასპაულმა გვითხრა, რომ ეს თანხა ქართული კალათბურთისთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება და თავადაც გადაწყვეტილება სწორედ ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ მიიღო.

„მე და ვიქტორი ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთად გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე", - თქვა გურასპაულმა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საერთო-საარჩევნო კრება 11 დეკემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG