Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს


გორი
გორი

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა უკვე ნახეს ოჯახის წევრებმა. სამძებრო მოქმედებები 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმე წუთის წინ პოლიციის შენობაში გოგონას მშობლები იმყოფებოდნენ, რომლებიც პოლიციის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მოზარდს სამართალდამცველები დილიდან ეძებდნენ. ძმამ გოგონა დილით სკოლასთან მიიყვანა, თუმცა, როგორც სკოლის კამერების ვიდეოჩანაწერით გაირკვა, ის სკოლაში არ შესულა და გვერდით ქუჩაზე გააგრძელა გზა. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

მოზარდის მშობლები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა სკოლის ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს და გაშიფრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG