Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიწონა-დაიწონა


ავტორი: მიშა სორდია

უწყვეტად და მასიურად თავებს ართმევენ ადამიანებს პოლიტიკური მაქციები, რომლებიც დღისით ჩვეულებრივ ემოციურ არსებებად გვევლინებიან, ხოლო ღამის მოახლოებასთან ერთად ეძებენ უსულო სხეულებს, რომ ამოწოვონ მათი გონებრივი ფიქრის წვენი, შემდეგ კი მართონ ისინი, უაზრო ფუჭი პატრიოტიზმით და რწმენის რუინებით ისედაც გამოცარიელებულ თავებში, ფრთხილად ათავსებენ სიცარიელეში წვნიან ახლად გამომცხვარ იდეალურ ქვეყანას და ისინიც თითქოს თვალებში ჩადგმულ ერთ სურათს შეჰყურებდნენ, აღგზნებულები გაჰკივიან, ტარზანივით იგლეჯენ ტანისამოს და მკერდში ხელებს ცემენ რათა დაამტკიცონ თუ როგორ უყვართ ეს ქვეყანა.

ეს პოზიციურ-ოპოზიციური შიზოფრენია, რომელიც დახმარების მაგივრად სრულ დეგრადირებას ახდენს ქვეყნის, რომელიც უკვე ამ ყველაფრის შემხედვარე ყველაფრის შემხედვარე ტრაგიკულად საკუთარი თავის შუაზე გახლეჩას ცდილობს, რომ ორ ნახევარ პარტიულ კუნძულად ჩამოყალიბდეს, ეს ბიბლიურ გამოცდას გგავს, ბოლომდე უნდა შევიძულოთ ერთმანეთი მანამ სანამ ეს პროცესი უცებ სიყვარულში და ეროვნულ ერთიანობაში არ გადავა.

ბავშვობაში, როდესაც გამუდმებით ძალადობის ათასნაირ სახეობას და ფორმას ვუყუყრებდი ჩემი პაწაწუნა არაფრის მთქმელი ორი გამოქვაბულით, ამ სტუმარ-მასპინძლობით განთქმულ ქალაქში, მათში სიცოცხლისთვის ბრძოლის კივილით გაჟღენთილი ცეცხლი ინთებოდა, დღევანდელობა მოიჭმუჭნა, დაგროვებული დაღეჭილი კატის ბეწვის ბურთულივით, სიმყარე გვაკლია ფეხებში, ჩვენივე წარმოთქმული სიტყვების ლაბირინთებში ჩავიკარგეთ, რადგან ჩვენ აღმოგვაჩნდა ნათესაური კავშირი უგუნურებასთან, ქალაქი რომელშიც ქაოსური სიბრიყვე გამეფდა, მზად არი დაიწვას სირცხვილისაგან.

პარანორმალური, აუხსნელი ფსიქოზის შავი ღრუბელი გადაეფარა ჰუმანურობას, ისი ძლიერ ტირილს აპირებს, რომ მალე ადამიანობის აღარაფერი შეგვრჩება.

საკუთარი საქციელებისთვის ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი, კანონით გათვალისწინებული ზომებით, ჩვენმა მესამე პრეზიდენტმაც, ბატონ მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ არა მსგავსი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფორმებით ცინიზმის ზეიმით, როდესაც მთელი მსოფლიოს დასანახად საკუთარ ექს პრეზიდენტს მსგავსად ექცევი და ამით კაიფობ პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე ვერავის ჩავითრევ ამ შეხედულებაში, უბრალოდ არავის აქვს უფლება და მორჩილება განაგოს ცოცხალი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე, დათრგუნოს იგი ხორციელად და სულიერად, „სასწრაფო დახმარების“ კადრებს, რომ ვუყურე, როგორც ყველანაირად აპოლიტიკურ ადამიანს რომელსაც არანაირი შეხება არ მაქვს არცერთ პარტიასთან, ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე გითხრათ არც ოპოზიცური პარტიები და ხელისუფლება არ მეხატება გულზე, ჩემში დიდი გულის ტკივილი და თანაგრძნობა გამოიწვია, ამრიგად მე არ ვირჩევ მხარეს, მე ვირჩევ ადამიანობას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG