Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პროვაქსერული კამპანია სიძულვილის ენის ტირაჟირებით!"


ავტორი: ლუკა მელაშვილი

თავისუფალი სამყარო არცთუ ისე თავისუფალი აღმოჩნდა მარწუხებისაგან.

პანდემიის პერიოდში ის მედიამენეჯერები, რომლებიც 5 ივლისს ადამიანის უფლებებზე "ქადაგებდნენ", ახლა თავად აცხადებენ, რა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებებიო, ყველა აცერით იძულების ძალითო. აღარც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ცნობენ და აღარც მოქალაქეთა თავისუფალი ნების მომხრენი არიან. ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

5 ივლისს კი უმცირესობების უფლებების დასაცავად გამოვიდნენ "ალმების ფრიალით" ხელში; მაგრამ იმ ადამიანების მიმართ, ვინც კოვიდ-19 აცრაზე უარს ამბობს, შემდეგი ეპითეტებით შემოიფარგლებიან: ბნელები, გაუნათლებლები, ანტივაქსერები და ა.შ. ეტყობა, მედია საშუალებების ხელმძღვანელებს ეს სიძულვილის ენის ტირაჟირება ჰუმანური გამონათქვამები ჰგონიათ, რადგან დიდწილად ხელს უწყობენ სიძულვილის ენის გაღვივებას.

სხვადასხვა დარგის ექსპერტად წოდებული პირები ძალიან ღიზიანდებიან, როცა მოსახლეობა კითხვას სვამს ვაქცინის შემადგენლობის შესახებ და ისინიც ცინიკურად გაუნათლებლად მოიხსენოებენ მათ. თუმცა კითხვის დასმა აზროვნების გამომხატველი ქმედებაა და არა პირიქით. როგორც ჯორჯ კარლინი ამბობდა:

" მთავრობას არ სურს ისეთი მოსახლეობა, რომელსაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია. მათ სურთ მორჩილი მუშები. საკმარისად ჭკვიანი ხალხი იმისათვის, რომ დანადგარები მართონ და საკმარისად დებილი იმისთვის, რომ წინააღმდეგობის გარეშე მიიღონ არსებული რეალობა."

ხოლო რეალობა კი ასეთია- ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელიც დეჰუმანური განცხადებებით გამოირჩევა, მოითხოვს არაკოვიდვაქცინირებული ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვას, და ეს იმ ფონზე, როცა ვირუსის გამავრცელებელი ორივეა, როგორც აცრილი, ასევე აუცრელი ადამიანი.

ანტივაქსერი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ყოველგვარი ვაქცინის წინააღმდეგია. მაგრამ 5 თვეში შექმნილ ვაქცინასთან დაკავშირებით ადამიანს რომ გაუჩნდეს კითხვები, ეს ბუნებრივია.

ყოვლად მიუღებელია ადამიანების სტიგმატიზირება, დაყოფა და დისკრიმინაცია ყოველგვარი ნიშნით. არაკოვიდვაქცინირებულები არ უნდა იდევნებოდნენ, როგორც ებრაელები ფაშისტურ გერმანიაში.

ასევე ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკოსის მხრიდან მოქალაქეების სეგრეგაცია და იმის თქმა, რომ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შეღავათები: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, კომუნალური გადასახადების კუთხით და ა.შ. ამ ლოგიკით კოვიდ -19 _ ით არააცრილი მოქალაქე საერთოდ არ უნდა მივიდეს არჩევნებზე?!

ადამიანმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი. ყველა დოკუმენტს თუ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერს, გაეცნოს დეტალურად და უზუსტობების შემთხვევაში დასვას კითხვები. კითხვების დასმა არ ქმნის უხერხულობას იქ, სადაც მართალნი არიან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG