Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში. ის ტოვებს მინისტრის თანამდებობას.

როგორც მინისტრმა თქვა, სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პრემიერთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიარა და პარტიის მმართველობაში დარჩება. როგორც ის აცხადებს, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.

„წლის ბოლომდე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ეს ეხება ჩვენს ანგარიშებს ყველა სსიპ-ის მიმართულებით. როგორც საჯარო მოხელე, ვგრძნობ, რა თქმა უნდა, მაღალ პასუხისმგებლობას და მიმაჩნია, რომ ვალდებულები ვართ, ჩვენს მოქალაქეებს ჩავაბაროთ ანგარიში ყველა ამ განხორციელებული საქმიანობის შესახებ", - თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG