Accessibility links

site logo site logo

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სომხეთის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს კვლავ იყო სროლა სასაზღვრო რეგიონში, სადაც მხარეები ზედიზედ მესამე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უშენენ. ერევანი და ბაქო ერთმანეთს აბრალებენ შარშან ნოემბერში მიღწეული საზავო შეთანხმების დარღვევაში. ამ შეთანხმებით დასრულდა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო ექვსკვირიანი ომი, რომელმაც შარშან შემოდგომაზე იფეთქა.

მაშინ, როცა იზრდება შეშფოთება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კვლავ ზრდის გამო, 10 დეკემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ერთი ჯარისკაცი და დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა „აზერბაიჯანის ჯარების საიერიშო ოპერაციის შედეგად.“

მანამდე სამინისტრო იტყობინებოდა, რომ აზერბაიჯანმა იერიში მიიტანა სომხეთის პოზიციებზე ორ ქვეყანას შორის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის სამხედრო შენაერთებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ქელბაჯარის ოლქში, სამინისტრომ ინციდენტს „პროვოკაცია“ უწოდა.

მთიანი ყარაბაღის გამო ორ მხარეს შორის დაპირისპირება წლების განმავლობაში მწვავდებოდა. აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფ ავტონომიურ რეგიონზე, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, 1990-იანი წლების დამდეგს სომხებმა დაამყარეს კონტროლი. შარშან შემოდგომაზე განახლებული ბრძოლების შედეგად, რომელსაც 6500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, აზერბაიჯანმა კვლავ დაიბრუნა კონტროლი სომხების ხელში მყოფი ტერიტორიების ნაწილზე. სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, რეგიონში გრძელდება დაძაბულობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG