Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ სერპუხოვოს მონასტერში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა


მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ სერპუხოვოში, ქალთა მონასტრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერფაქსი“ და ტასი იტყობინებიან წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მოსახლემ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. გამოცემა Baza აზუსტებს, რომ აფეთქება მოხდა მართლმადიდებლური გიმნაზიის შესასვლელთან.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის - 15 წლის მოზარდი. ის საავადმყოფოში მოათავსეს.

თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ პირი, რომელმაც ააფეთქა მოწყობილობა, დაიღუპა. Baza-ს თანახმად, მან აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა. მაგრამ „ინტერფაქსის“ წყარო აზუსტებს, რომ მედიკოსებმა მოახერხეს მისი გადარჩენა.

Telegram-ის არხ „112“-ის თანახმად, ეს არის სამრევლო სკოლის ყოფილი მოსწავლე, 18 წლის ვლადისლავ სტრუჟენკოვი.

„წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მოტივი იყო ეჭვმიტანილის მხრიდან სკოლის პედაგოგებისა და მონაზვნების მიმართ ზიზღი პირადი მტრული ურთიერთობების ფონზე“, - უთხრა წყარომ „ინტერფაქსს“ და დასძინა, რომ სწავლის პერიოდში თავდამსხმელი ბულინგის მსხვერპლი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG