Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ განმეორებითი წილისყრით გამოავლინა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები


დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში პირველი წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყო, მაგრამ ხარვეზებით ჩატარდა.
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში პირველი წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყო, მაგრამ ხარვეზებით ჩატარდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, მერვედფინალური ეტაპის წილისყრის მეორე მცდელობა წარმატებული გამოდგა - ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს შემორჩენილი თექვსმეტი გუნდი თავიდან დაწყვილდა.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, პირველი წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყო, მაგრამ ხარვეზებით ჩატარდა. ამის გამო, შედეგი უმალ გაუქმდა და განმეორებითი წილისყრაც სწრაფადვე ჩაინიშნა. საბოლოოდ, მერვედფინალში მივიღეთ:

„ზალცბურგი“ (ავსტრია) - „ბაიერნი“ (გერმანია);

„სპორტინგი“ (პორტუგალია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი);

„ბენფიკა“ (პორტუგალია) – „აიაქსი“ (ჰოლანდია);

„ჩელსი" (ინგლისი) – „ლილი“ (საფრანგეთი);

„ატლეტიკო“ (ესპანეთი) – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი);

„ვილიარეალი“ (ესპანეთი) – „იუვენტუსი“ (იტალია);

„ინტერი“ (იტალია) – „ლივერპული“ (ინგლისი);

„პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი) – „რეალი" (ესპანეთი).

მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 15-16 და 22-23 თებერვალს გაიმართება. საპასუხო მატჩები - 8-9 და 15-16 მარტს.

XS
SM
MD
LG