Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა „ტაიმმა“ ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა


კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ჟურნალ „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა.

ჟურნალის თანახმად, ნომინაცია „წლის ადამიანი“ გავლენის მაჩვენებელია და ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელმაც მასკიზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამიწაზე და შესაძლოა მის ფარგლეთ არსებულ სიცოცხლეზე.

„2021 წელს ილონ მასკი არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, არამედ ეს არის ადამიანი, რომელიც ესწრაფვის გადაარჩინოს პლანეტა და დაეხმაროს სხვა პლანეტების შესაძლო ათვისებას: ხუმარა, გენიოსი, პროვოკატორი, ნათელმხილველი, მეწარმე, შოუმენი, თავზეხელაღებული ჰიბრიდი ედისონის, ბარნუმის, ენდრიუ კარნეგის და დოქტორი მანჰეტენის“, - აღნიშნავს ჟურნალი „ტაიმი“.


ჟურნალი „ტაიმი“ 1927 წლიდან ასახელებს წლის ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მსოფლიო მოვლენებზე წინა წელს მნიშვნელოვანი დადებითი ან ნეგატიური გავლენა მოახდინეს.

2020 წელს „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. წინა წელს 16 წლის შვედი მოსწავლე გრეტა თუნბერგი, რომელმაც კლიმატის ცვლილებების პრობლემებისადმი პოლიტიკოსების ყურადღების მისაქცევად გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებით გაითქვა სახელი. ტრადიციის თანახმად, ნომინაციაში გამარჯვებულის ფოტო ჟურნალის გარეკანზე ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG